რეზონანსი
30.10.2020

მისივე განცხადებით, სიღარიბე, ტყუილი და უსამართლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ქვეყანაში არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შეკრება და  ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რამაც შექმნა „ლელო“ და ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი გუნდი დღე და ღამე მუშაობს დაუღალავად იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ ხვალ.  გუნდს არცერთი მიმართულებით არ გაუჩერებია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ათ დღეზე მეტია, კოვიდს ვებრძვი და ამის გამო იზოლაციაში ვარ, არც ერთი წუთით არ ჩამოვშორებივარ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩართული ვარ ყველა სამუშაოსა თუ მიმდინარე პროცესებში. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სრულიად ახლებური, ევროპული, ძლიერი პარტია და დღეს გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, შეკრული გუნდი, აღჭურვილი “ახალი მარშალის გეგმით” და მიზანმიმართულად მივდივართ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის,”- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარის განმარტებით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის შეცვლაშიც არჩევნებში მონაწილე თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 

“მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ქვეყანა არის თითოეული თქვენგანის და თქვენ შეცვლით მის ხვალინდელ დღეს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანით. ეს მოხდება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ტყუილზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ტოტალურ ტყუილში მცხოვრებ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბეს ბოლო 8 წლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ განწირულია წასასვლელად. ხელისუფლებაში კი უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს“ სახით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (31.10.2020)
მაგ 250000-ის გარდა ყველა ბინებიდან გამოძევებულნი ვართ შენი "გულკეთილობით"--გადაგვინაწილე სესხის გადახდა, არ გაგვყარო ბინიდანო რომ გეხვეწებოდნენ, საიდან მოიყვანონ +1 შენმა წევრებმა? ვის რად უნდიხარ ყაჩაღი და თ ა ღ ლ ი თ ი? ვალის აღება და დროზე გადახდა სამსახურზეა დამოკიდებული, სამსახურს თუ დაკარგავს კაცი(რაც ხშირად, მასზე არ არის დამოკიდებული) ვ ა ლ ი დროულად როგორ გადაიხადოს? გადანაწილების ჰუმანური მეთოდი მამუკა ხაზარაძისთვის მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი იყო, ახლა კი მოიკატუნა თავი--დიდი ჰუმანისტი ვარო! ი ტ ყ უ ე ბ ა, არ დაუჯეროთ!

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×