რეზონანსი
30.10.2020

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მაღალი ალბათობით ზუგდიდში მეორე ტური იქნება.

უგულავას თქმით, მეორე ტურში ხელისუფლების კანდიდატი გავა, რადგან ის პარტიასთან არის მიბმული, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება, როგორც უგულავამ აღნიშნა, თავად მას მოუწევს.

„ზუგდიდში მაღალი ალბათობით მაჟორიტარის ნაწილში გვექნება მეორე ტური, სამწუხაროდ, ხელისუფლების კანდიდატი გავა, როგორც სხვა ოლქებში, რადგან ისინი არიან პარტიაზე მიბმული.

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ვიყავით ერთიანი კანდიდატის მომხრე, იმისათვის, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარები პირველივე ტურში დაგვემარცხებინა, მაგრამ საწუხაროდ, ეს სხვა პარტიებმა ჩაშალეს, უფრო სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე, ეხლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება.“ - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×