რეზონანსი
30.10.2020

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე. „მახსოვს რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით, მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ჯანდაცვის დარგში. ასევე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ იყო მიგდებული სოფლის მეურნეობა. აქაც ჩვენ გვაქვს წინსვლა. 100 ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა. სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა პროგრამები, რომელმაც ხელი შეუწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაჩინოთ მეტი სამუშაო ადგილი ქვეყანაში. შედარებისთვის საინტერესოა სტატისტიკა, რა იყო და რა გვაქვს დღეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×