რეზონანსი
30.10.2020

ეს არის მახინჯი ცხოვრების წესის გაგრძელება, რომელიც „ოცნებამ" ცუდად შეისწავლა „ნაცმოძრაობისგან, თუმცა, „ნაცმოძრაობის" დონეს მაინც ვერ მიაღწიეს, - ასე ეხმიანება „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, რეალურად ამ ტიპის განცხადებები აცდენილია რეალობას და ხელისუფლება ამით ამომარჩევლის ნებაზე მანიპულაციას ცდილობს.

„მე აღარ ვიცი ეს ნამდვილი კობახიძეა თუ ოპოზიციის შექმნილი, რადგან მისი განცხადებები იმდენად აცდენილია რეალობას, პოლიტიკური ცხოვრების კულტურას, სახელისუფლებო პასუხისმგებლობას, რომ მართლაც ეჭვი მიჩნდება, „ფეიკი" ხომ არ იყო? შე ოჯახაშენებულო, იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ ასეთი რამეები თუ მზადდება მე კი არ მითხრა და მაცნობო, წახვიდე და აღკვეთო.

ეს არის მახინჯი ცხოვრების წესის გაგრძელება, რომელიც „ოცნებამ" ცუდად შეისწავლა „ნაცმოძრაობისგან", ეს არის იმ 9 წელზე დაშენებული 8 წლიანი უბედურება, როცა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის შესაშინებლად თუ მობილიზებისთვის ათასგვარ რამეს იგონებდნენ ხოლმე. „ნაცმოძრაობის" დონეს მაინც ვერ მიაღწიეს, „ნაცმოძრაობა" სპექტაკლებს გვიდგამდა ხოლმე ხურჩაში შეიარაღებული თავდასხმის და ა.შ", - განაცხადა უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (30.10.2020)
შენ არ იცი ვინ ხარ კობახიძე რომ არ იცოდე რა გასაკვირია.ყველა პარტიას ლოკოკინას ავითარებს რომ ეწებები


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×