რეზონანსი
30.10.2020

რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „8 წელია ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა" გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?"

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნული განცხადება „უტიფარი" და „ცინიკურია".

„ეს ჩემი აზრით, ცინიკური და უტიფარი განცხადებაა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ობიექტური ინფორმაცია და სავარაუდო ცნობები მივაწოდეთ საზოგადოებას. ვინ დასვა ეს შეკითხვა, შემთხვევით, ერთი წლის წინ აქ ხომ არ იდგა იგივე ხალხი, ვინც ამ კომენტარს აკეთებს და ძალადობრივ შეტევას ხომ არ ახორციელებდნენ პარლამენტზე? ან ხალხს ხომ არ მოუწოდებდნენ ორი წლის წინ არჩევნებზე ზუგდიდი ავადუღოთო? ან ეგ ხალხი ხომ არ იყო, აქტივისტებს რომ დაესხნენ თავს და მერე ხალხს ეუბნებოდნენ, ეს შემთხვევითი ავარია იყოო. რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ. უნდათ რომ ისტორია და მეხსიერება წაშალონ და ჰგონიათ, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოება მოვა იმ განცდით, რომ გადაფუთული „ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა საარჩევნო ნიღბებით შემოსილები, ჰგონიათ, რომ ხალხს აერევა? ან გგონიათ, რომ საზოგადოებამ ვერ დაინახა ოპოზიციის ეს ნაწილი რა გაკოტრებული მოვიდა წინასაარჩევნო კამპანიაში?! თქვენც კი გაგიჭირდებათ ჩამოთვლა, რა არის მათი დაპირებები და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, რა პროგრამები და ბიოგრაფია აქვთ. არც მომავალი იციან როგორი უნდა იყოს და არც წარსული უვარგათ. რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? ეს არის ჩვეულებრივი ცინიზმი და უტიფარი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები წარმოადგინონ", - განაცხადა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
gio   (30.10.2020)
სარკეში ჩაიხედე და დაინახავ უტიფარი ვინ არის და საერთოდ იცით რა გინდათ? რა გაგიკეთებიათ? ამიტომაც წასვლა მოგიწევთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×