რეზონანსი
30.10.2020

პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს პირს, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოლი და ერთი მეზობელი მოკლა, ხოლო ორი მეზობელი დაჭრა.

"კურიერის" ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა. ამის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ხმაურზე, ეზოში შემოსული ერთი მეზობელი მოკლა, ორი კი დაჭრა.

დამნაშავე ტრაგედიის ადგილიდან მიმალვას საკუთარი ავტომობილით შეეცადა, მისი ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.

"ჯერ ცოლი მოკლა, მერე მეზობელს ესროლა, ყური აქვს გახვრეტილი, მერე სხვას ესროლა, ყბა აქვს გაგლეჯილი,"- უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ერთ-ერთ დაჭრილ პირს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

"შემოსულია შუახნის მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობით სახისა და მარჯვენა მხრის არეში. ამჟამად ოპერაცია უტარდება, დაზიანებულია ზედა და ქვედა ყბის ძვლები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-უთხრა "კურიერს" გურჯაანის "ჯეოსსპიტალსის" მთავარმა ექიმმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელი გარემოებებში გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×