რეზონანსი
30.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყოს. იმნაძე ამბობს, რომ პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, არჩევნებზე ადამიანს ინფექცია ვინმესგან გადაედოს.

„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. ანუ, პრაქტიკულად, იქ დაცვის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როგორც საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე თვითონ არჩევნებზე მისული მოქალაქეების, რომ, თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან პრაქტიკულად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანს ადამიანისგან ვირუსი გადაედოს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, შემდეგ ნიღბითაა ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, მარტო ინდივიდუალური მოხმარებისთვის, ასევე, ხელების დამუშავება- ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×