რეზონანსი
30.10.2020

კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში კოვიდშემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც გაიზრდება.

„კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია. მთელს მსოფლიოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 73 %-ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის 2,6 %-მდე დაკლებული.

ნოემბერსა და დეკემბერში შემთხვევათა ზრდა იქნება, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც.

ეს დღეებია საქართველოში გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი იმატებს და ჯამში 53 პროცენტზე ავიდა და ეს პოზიტიური ტენდენციაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×