რეზონანსი
30.10.2020

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ავ­ტო­ბა­ნის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ და სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად გა­და­სუ­ლან. მან­ქა­ნის უკან მდგა­რან. ტრა­ი­ლე­რი უკ­ნი­დან დას­ჯა­ხე­ბია და, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 მეტრზე წა­უ­ღია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, - ამის შესახებ განცახდებას გორთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული, ილია (იკა) გა­წე­რე­ლიას ოჯახის ახლობელი აკეთებს.

ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, დათა შე­ლია ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე საუბრობს:

"ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­სა და ილია გა­წე­რე­ლი­ას ოჯახ­ზე მის კი­დევ ერთ ახ­ლო­ბელს ვე­სა­უბ­რე. მისი თქმით, ტრა­სა­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის უკან სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად ილი­ას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ბიჭი და მძღო­ლიც მდგა­რან. და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბიც გად­მო­სუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, ოღონდ ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლან. მხო­ლოდ ერთი ბიჭი დარ­ჩე­ნი­ლა მან­ქა­ნა­ში და ისიც უკან მჯდა­რა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ტრა­ი­ლე­რი რომ დას­ჯა­ხე­ბია, ისე შე­უ­ტა­ნია უკა­ნა მხა­რე, ის ბი­ჭიც და­ღუ­პუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ილი­ას ოჯახს.

"მისი მე­უღ­ლე, სა­მუ­შა­ოდ მალ­ტა­შია, შვი­ლებს ილია ზრდი­და. გა­მორ­ჩე­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი მამა იყო, ბავ­შვებს ყვე­ლა­ფერს თა­ვად უკე­თებ­და. თბი­ლის­ში რომ წა­ვი­და, აქ­ცი­ა­ზე, ბავ­შვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის დე­დას და­უ­ტო­ვა. ბავ­შვე­ბის­თვის ჯერ არ უთ­ქვამთ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ისი­ნი წუ­ხელ­ვე, ღა­მით ილი­ას დას­თან მი­იყ­ვა­ნეს ილი­ა­სა­ვე მან­ქა­ნით", - ამბობს დაღუპულის ახ­ლო­ბელ­ი.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Tamta   (30.10.2020)
Ra sacodavobaa gmertoo....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×