რეზონანსი
30.10.2020

უაღრესად, ადამიანურად დამწყდა გული. ეს ქვეცნობიერი ამბავია, ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც ვერ მოიფიქრა, რომ გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომრის, ბუბა კიბაბიძის მიერ, პარტიის დასკვნით აქციაზე რუსულად შესრულებულ სიმღერას.

„როცა სოციალურ მედიაში ატყდა ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დამწყდა გული; ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, ადამიანი ასაკშია. ზუსტად ესაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა - როდესაც ცალკე აღებული ადამიანის, ინდივიდის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ... რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ... გუშინდელმა აქციამ, მათ შორის, იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×