რეზონანსი
30.10.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალინდელი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოს მომდევნო წლების დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს.

„მინდა ხაზგასმით მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ხვალ, ყველა ერთად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე. უბნებზე, სადაც იქნება უმაღლესი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი დაცული, რაზეც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, საარჩევნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველამ ერთად იზრუნა.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - პანდემია გადაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ხვალ ჩატარდება, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას. ამიტომ, მოვუწოდებ თითოეულ ჩენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×