რეზონანსი
30.10.2020

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი.

როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ, ხვალ კი, კოალიციურ პარტნიორებს შორის იქნება ის გასაღები, რომლითაც სიკეთეს მოვიტანთ ქვეყანაში",-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ani   (30.10.2020)
სწორია არც პოზიცია და არც ოპოზიცია არ ხართ დასატოვი,გასახვეტი ხართ ქვეყნიდან.მთელი ვითომ პოლიტიკური სპექტრი.

sos!   (30.10.2020)
რამდენჯერ ცვლით პოზიციას? წინა საარჩევნო ხრიკია? არ გამოგივათ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×