რეზონანსი
30.10.2020

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ოჯახში გუშინ გვიან ღამით სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათ სახლიდან ნივთმტკიცებულების სახით ის ტანსაცმელი ამოიღეს, რომელიც ბადრი ესებუას მედიაში გავრცელებულ კადრებში აცვია.

საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც 6 ოქტომბერს არის გაკეთებული და მასში ბადრი ესებუას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტში გადაადგილება არის ასახული.

სამართალდამცავებმა ამოღებული ტანსაცმელი ნივთმტკიცებად დალუქეს და საგამოძიებო უწყებაში გადაიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×