რეზონანსი
30.10.2020

გორში ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებული 10 პაციენტიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ის თბილისში, „ჯერარსის" კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტს კომბინირებული პოლიტრავმა აქვს.

"პაციენტი გადმოყვანილია "გორმედიდან". არის მძიმე კომბინირებული პოლიტრამვით, არის თავის ტვინის დაჟეჟილობა, ყველაზე მძიმე არის გულმკერდის დაჟეჟილობა, კუნთების დაჟეჟილობით და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, არის ასევე, სახის ძვლების მოტეხილობა. კაცის მდგომარეობა არის ჯერჯერობით ძალიან მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ღამის განმავლობაში მოხერხდა მისი მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაცია. ჯერჯერობით რამე პროგნოზსს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ექიმმა.

ავარიის დროს დაშავებული, "გორმედში" გადაყვანილი პაციენტებიდან ერთის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გუშინ შემოვიდა ავტოავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი, მათგან ერთი იყო კრიტიკულად მძიმე და ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი იყო რეფერირებული კლინიკიდან. დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება და უარი განაცხადეს შემდეგ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე, არც ერთი პაციენტი არ გვრჩება ავტოავარიის შედეგად დაშავებული კლინიკაში", - განაცხადეს "გორმედში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×