რეზონანსი
30.10.2020

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია.

"საერთაშორისო ტერმინოლოგიის მიხედვით არ ამბობენ: ავტოსაგზაო შემთხვევებში "გარდაიცვალა" ან "დაიღუპა". ვინაიდან თავის სიკვდილით არ გარდაცვლილა ადამიანი და ყველა ასეთ ტრაგედიას ჰყავს "ავტორიც" და შემსრულებელიც, ამიტომ გამოიყენება ტერმინი "მოკლული", "მოკლეს!"

ბოლო 5 დღის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში მოკლულია 13 ადამიანი. დაშავებულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა. მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც (ბაღდათი-4 წლის ბავშვი). საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია და გრძელდება ჩვენს გზებზე სერიული მკვლელობები. ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას", - წერს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ხო და   (30.10.2020)
აზრი შენი ლაპარაკის ??? გისმენს ვინმე ??? ეტყობა ეს დოყლაპა ქართველები სანამ ერთმანეთს არ ამოხოცავენ არაფერი ეშველებათ. გრძელი ენები კი ყველას აქვს :) საქმე არ იციან ესა პრობლემა............


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×