რეზონანსი
29.10.2020

მე ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მოვისმინე სცენიდან. ეს არის სიმღერა, რომელიც თავიდან ორ ენაზე იყო შესრულებული, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ ნაწილის რუსულ ენაზე შესრულებას.

უდუმაშვილის თქმით, სიმღერა „თბილისო“ თავიდანვე ორ ენაზე შეიქმნა.

„მე არ მიმიდევნებია სოციალური ქსელისთვის თვალი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სიმღერა, რომელიც თავიდან ორ ენაზე იყო შესრულებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ იმღერა ბატონმა ბუბამ ეს სიმღერა და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს არის ულამაზესი სიმღერა თბილისზე. მე ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მე მოვისმინე სცენიდან. ეს სიმღერა თავიდანვე შექმნილი იყო ასე. ეს არის ცნობილი სიმღერა, რომელიც ორ ენაზეა. გაიგონ ოკუპანტებმა, როგორ კარგ ქალაქში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს არ არის პრობლემა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (30.10.2020)
ეს მართლა დებილია, თუ ასე იდებილებს თავს, თუმცა რა გასაკვირია, ვისთან არის. მეტი ვერაფერი მოიფიქრე გასაპრავებლად ჩერჩეტო, შენს ბუბულიკოს მაინც კითხე ეს სიმღერა პეტრე გრუზინსკიმ როდის და როგორ დაწერა.

ნათი   (29.10.2020)
შეიძლებოდა თავიდან ბოლომდე ქართული სიმღერა ემღერა.. ეჰ ბუბა,ბუბა წლოვანება რას გიშვრება.ოკუპანტს რომ აგინებ კარგია,მაგრამ მის ენაზე არ უნდა იმღერო ისიც საქართველოში,სირცხვილია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×