რეზონანსი
29.10.2020

მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები, გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ აქციაზე მიმართვისას განაცხადა.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ გაერთიანდნენ და არჩევნების გზით ჩამოიშორონ ის უბედურება, რასაც მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჰქვია.

„რაც არ უნდა დაახშონ, რა ბარიერებიც არ უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც არ უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას. საქართველო დღეს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, წინსვლისთვის, მზად არის იმისთვის, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მაგარი ქვეყანა მსოფლიოში.

ჩემო განსაკუთრებულებო, თქვენ არ იბრძვით არც ერთი პოლიტიკოსისთვის, თქვენ არ იბრძვით სააკაშვილისთვის, თქვენ არ იბრძვით არავისთვის, არამედ იბრძვით იმისთვის, რომ გქონდეთ ნორმალური პენსია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ წავიდეს საქართველოდან, იბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს განსაკუთრებული პერსპექტივა, რომ თავისუფლება ვერასდროს დაახშონ. რომ ვერც ერთმა ცალკე აღებულმა ფულის ტომარამ ვერ გაწყვიტოს, რომ თქვენზე უფრო ჭკვიანია იმიტომ, რომ მეტი ფულია აქვს. ვერ გადაწყვიტოს, რომ თქვენ მას ეკუთვნით იმიტომ, რომ თქვენზე უფრო ცბიერია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენმა მოქალაქეებს გაერთიანებისა და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე გიჟს მეძახდნენ, ჩვენ ვართ „გიჟები“, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 31 ოქტომბერს ჩვენ ისევ დავიწყებთ თქვენს გაერთიანებას. ივანიშვილი გვყოფდა, მაგრამ გავერთიანდით. მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ სხედხართ იმ შენობებში, რომელიც ჩემი აშენებულია, თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარს ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით. თქვენ ხომ იცით, რომ თქვენს მხარეზე ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით პენსიაზე უნდა გავიდეს.

„წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
***   (30.10.2020)
ვაი შენს პატრონს და შენი დაზომბირებული მიმდევრებისას კიდევ.

გალელი   (29.10.2020)
ივანიშვილო თქვენი გუნდის დანაშაული სწორედ ამაშია-რა უნდა ამ ადამიანს,რა პრეტენზიები აქვს? რატომ ალაპარაკებთ ამდენს? ისევ გამზადებულ სკამზე დაჯდომა ხო? ვერ მივართმევთ. უკრაინელი დამკვირვებლების 45 კაციანი ჯგუფი არ უნდა შემოუშვათ საზღვარზე,გააბრუნეთ უკან.პროვოკატორები და ამბოხებლები აქაც ბევრია...

1234   (29.10.2020)
ჯერ ჩამოდი მოიხადე სასჯელი როგორც ვანომ მოიხადა და მერე გამოთქვი პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამერიკაში პატიმრებს ხმის მიცემის უფლებაც კი არა აქვთ. შენ კრიმინალიც ხარ და საქართველოც მოქალაქე არ ხარ. წესით შენ პარტიას აკრძალული უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობა რადგან უცხო ქვეყნის აგენტს და ძებნაში მყოფ კრიმინალს წარმოადგენენ.

კახელი   (29.10.2020)
მთავრობა სადახართ. სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა უფლებით ერევა სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩვენი ქვეყნის საქმეებში.ან ნოტა გაგზავნეთ ან რაღაც მოიფიქრეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×