რეზონანსი
29.10.2020

„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მხარდამჭერები რუსთავი-თბილისის მაგისტრალიდან თბილისში აქციაზე მიემართებიან.

მანამდე კი, „ქართული მარშის" წევრებმა რუსთავის გზაზე აქცია გამართეს და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს გზას არ გაუხსნიდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი.

„საქართველოში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს გადაადგილების კანონიერი უფლება. ამის შესრულების მოვალეობა აკისრია პოლიციას და თუ ის ამას ვერ ასრულებს, მაშინ ასრულებს ხალხი. თქვენ თვითონ ხედავთ, რაღაცა ბანდამ გზის პარალიზება გააკეთა. ვეტერანები, ტაქსისტები, მაღაროელები გაერთიანდნენ თავისი უფლებების დასაცავად და ჩვენ დავიცავთ თითოეული ქართველის უფლებებს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე რჩება პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.10.2020)
რა პასუხს აძლევენ ნაცები იმ მარშრუტკის ავარიისას დაღუპულთა ო ჯ ა ხ ე ბ ს ? გვსჯის ღმერთი, არ უნდა მაგათი დაბრუნება არც კაცს და არც ღმერთს! ქოცები ვერ აბამენ თავს, რომ დამნაშავე პარტია ა კ რ ძ ა ლ ო ნ ! კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გაიღოს მოსახლეობამ მაგათი პარპაშის შესაწირად? არ მისცეთ მაგათ ხმა ამომრჩევლებო!

მედეა   (30.10.2020)
რა პასუხს აძლევენ ნაცები იმ მარშრუტკის ავარიისას დაღუპულთა ო ჯ ა ხ ე ბ ს ? გვსჯის ღმერთი, არ უნდა მაგათი დაბრუნება არც კაცს და არც ღმერთს! ქოცები ვერ აბამენ თავს, რომ დამნაშავე პარტია ა კ რ ძ ა ლ ო ნ ! კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გაიღოს მოსახლეობამ მაგათი პარპაშის შესაწირად? არ მისცეთ მაგათ ხმა ამომრჩევლებო!

კახელი   (30.10.2020)
ჯერ სადა ხართ ბანდიტო ნაცხროვავ ერთი მარტო გაბედეთ რამე მერე ნახეთ რაც მოგივათ ეგ ჟურნალი იყო, კინო მერე იქნება ქვეყნის არევას არავინ გაპატიებთ, ხალხი ჩავქოლავთ.ქუდზე კაცი გამოვა დედას გიყურებთ.ამოხვედით ყელში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×