რეზონანსი
29.10.2020

წელს საქარველოს ყურძნის ძირითად სამრეწველო რეგიონებში, როგორიცა კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი, აინდუსტრიულად გადამუშავებულია 280 ათასი ტონა ყურძენი.

ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის რთველის შეჯამებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ინდუსტრიულად გადამუშავებუოლ 280 ათას ტონაში არ შედის ყურძნის ის მოცულობა, რომელიც შინამეურნეობებმა გადაამუშავეს. ასევე, აქ არ შედის ყურძნის მოცულობა, რომელიც გადამუშავდა ქვემო ქართლსა და იმერეთში

მინისტრის თქმით, მოსავალი წელს 25 ათასმა მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათ ჯამში 310 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც მინისტრის შეფასებით, უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვია.

"წლევანდელი წელი არაორდინალური და გამოწვევებით სავსე იყო. ის სამუშაოები, რაც სახელმწიფომ გასწია მევენახეები-მეღვინეების დასახმარებლად, იყო აუცილებელი, რომ მოსახლეობა არ დარჩენილიო ბედის ანაბარა. რთველის პიკის პერიოდში დაახლოებით 15 ათასი ტონა ყურძენი მუშავდებოდა, რაც რეკორდია და, ბუნებრივია, იყო რიგები. რიგები რთველს ყოველთვის ახლავს თან. რიგები იყო ადრეც და იქნება მომავალშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნიშნავს იმას ნიშნავს, რომ პროცესი დინამიურია, არსებობს ჩაბარება-გადამუშავების რესურსი ქვეყანაში," - განაცხადა ლევან დავითასვულმა და დასძინა, რთველი წარმატებით დასრულდა. მისივე შეფასებით, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი იმ გამოწვევებს, რაც მევენახეობის სექტორში მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაატყდა თავს პანდემიის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×