რეზონანსი
29.10.2020

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას და მის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება ასევე, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი.

სართაშორისო შემფასებელი მისია საქართველოს საარჩევნო გარემოს შესწავლისა და დაკვირვების მიზნით ეწვია. მისია საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, რომელსაც საქართველოში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მასპინძლობს.

საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრები საარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღის შესახებ თავიანთ ექსპერტულ შეფასებას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიას და სხვა ჩართულ მხარეებს გაუზიარებენ.

მისიის წევრები შეხვედრებს ასევე გამართავენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წევრებთან, ადგილობრივი, დიპლომატიური და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან, უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×