რეზონანსი
29.10.2020

თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბიძინე   (29.10.2020)
თითით გაკეთებული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×