რეზონანსი
29.10.2020

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ბადრი ესებუას ოჯახი აცხადებს, რომ დღეს მედიით გავრცელებული კადრები, თითქოს ბადრი ესებუა ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაზე გადაადგილდება, ძველია. მას შემდეგ, რაც ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა მედიით გაეცნო გავრცელებულ კადრებს ჟურნალისტებთან განმარტებების გაკეთება მოისურვა. ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს თვალსაჩინოებისთვის წარმოუდგინა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მის შვილს, ბადრი ესებუას კადრებში აცვია.

„შეადარეთ, მოდით ეს მაისური ხომ არის? თუ 2 დღის წინ ეს ტანსაცმელი ეცვა, მაშინ ეს ტანსაცმელი აქ არის(სახლში)", - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×