რეზონანსი
29.10.2020

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევრაზიის საკითხების რეგიონულმა დირექტორმა, მარტინ შუეპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის ზრდის შესახებ.

"ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მსგავსად, ICRC მოწმეა, როგორ ბომბავენ ჭურვებით დასახლებულ პუნქტებს, რაც იწვევს სიკვდილს, დაჭრასა და განადგურებას ფრონტის ორივე მხარეს. ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ორი შვილის მამა, აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მოხალისე, გარდაიცვალა დაშავდა კიდევ ორი მოხალისე. ICRC უსამძიმრებს მოხალისის ოჯახსა და აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ICRC-ის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო პირები ამ მოვლენების შედეგებს განიცდიან. მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვლილთა რიცხვი მასშტაბურია, რაც შეშფოთებას იწვევს. გარდა ამისა, მაცხოვრებლები იღებენ ისეთ ჭრილობებს, რომლებიც მათ მთელ მომავალ ცხოვრებას ცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×