რეზონანსი
29.10.2020

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან  გახდა ცნობილი.

ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ზუგდიდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ეს არის ზუგდიდისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას, ისე შემდგომში მათ დასაქმებას ", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

„ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი პროფესიული მიმართულების სწავლებას ნიშნავს. პროფესიული კოლეჯისთვის ორ სართულიანი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტის შენობა აშენდება. სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას. პირველ სართულზე განთავსდება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე, რეპორტიორობის - ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, - კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×