რეზონანსი
29.10.2020

აფეთქების ხმა ისმოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობაში.

წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა გაზის ბალონი ააფეთქა.

დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია ინვენტარი. საბედნიეროდ მომხდარის შდეგად არავინ დაშავებულა.

არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ შენობაში გაზმა გაჟონა.

ადგილობრივების თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა თანხა წაიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×