რეზონანსი
29.10.2020

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ Covid-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ ყოველ მეასე პაციენტს ინსულტი უვითარდება. კვლევის შედეგები International Journal of Stroke-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირება პროცესს აჩქარებს და ინსულტი ვითარდება 6 წლით ადრე, ვიდრე ეს ჩვეულებრიც შემთხვევაში იქნებოდა. ამას გარდა, ამ გართულებით სიკვდილიანობა კოვიდპაციენტებში ჩვეულებრივ პაციენტებთან შედარებით ორჯერ მაღალია.

მეცნიერებმა შეისწავლეს და გააანალიზეს 100 ათას ადამიანზე მეტი მონაცემები და დაასკვნეს, რომ მათგან 14 ათასს სწორედ ინსულტი ჰქონდა.

კვლევისას არ გამოიკვეთა ასაკობრივი ჯგუფი, რასაც ამ გართულებას დაუკავშირებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×