რეზონანსი
28.10.2020

„საქართველოს ბანკის“ მძარცველი კი არ გაგვექცა, პოლიციამ 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა , - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს აუცილებლად დააკავებენ.

"საქართველოს ბანკის“ მძარცველი კი არ გაგვექცა, 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა პოლიციამ. ეს არის რეალობა. „გაგვექცა“ სხვა რამეა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე დანაშაულის გახსნაც დასრულდა წარმატებით და ესეც არის შს სამინსიტროს ეფექტიანობის შედეგი. მესამე ფაზაც ძალიან მალე დასრულდება. გაგვექცა არასწორი სიტყვაა.

სპეცოპერაცია ჩატარდა არსებული სახით, იმის გამო, რომ არცერთი ადამიანი არ დაღუპულიყო. ოპერაცია გრძელდება და ეს პირი აუცილებლად იქნება დაკავებული. გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.10.2020)
ზატო შენ ვერ გაიქცევი ვერსად. დედა აღარა გყავს იყოდე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×