რეზონანსი
28.10.2020

ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ ემზადება არჩევნებისთვის , არამედ ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის იმიტომ, რომ მოაწყოს დესტრუქცია, ეს დაადასტურეს ახლა უკვე ოფიციალურად იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს არის არჩევნები და არც ერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა არჩევნების დღეს არ აწყობს აქციას, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.

დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობას“ ბოროტი პოლიტიკური ძალა უწოდა და იგი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას საკადრის პასუხს გაცემს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოფიციალურად დაანონსებული განცხადება, რომ ისინი 31 ოქტომბერს შეიკრიბებიან, ადასტურებს ორ რამეს: ერთი მხრივ იმას, რომ მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ ემზადება არჩევნებისთვის, არამედ ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, რათა დესტრუქცია მოაწყოს დესტრუქცია. მეორე მხრივ, ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და დესტრუქციულმა მისმა სატელიტებმა დაადასტურეს, რომ ისინი არ მოერიდებიან არაფერს იმისთვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია. საზოგადოებამ კარგად იცის, მაგრამ შევახსენეთ, საქმე გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბოროტ ძალასთან და მას არაფერი საერთო არ აქვს და არც ექნება არჩევნებთან. 31 ოქტომბერს, ამ ე.წ პოლიტიკურ ძალას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ქართველი ხალხი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×