რეზონანსი
28.10.2020

COVID-19-ის გავრცელების ტენდენცია კვლავ მზარდია, თუმცა დღეს, წინა დღეებთან შედარებით, დღიური მაჩვენებლები შემცირებულია. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი ლაბორატორიულად 1731 პაციენტს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 15 ადამიანი. 

დღეს რეკორდულია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც - ინფექცია 2 197-მა პაციენტმა დაძლია.

ასევე, კორონავირუსი ყველაზე პატარა პაციენტმა დაამარცხა - COVID-19 ერთი თვის ჩვილს, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაუდასტურდა და მან დღეს კლინიკა სრულიად ჯანმრთელმა დატოვა.

ყველაზე დიდი რისკჯგუფი კვლავ მედპერსონალია, ყველაზე ცხელ წერტილად კი თბილისი რჩება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×