რეზონანსი
28.10.2020

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ლა­გო­დეხ­ში 71 წლის კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ დღეს ლა­გო­დეხ­ში მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და ცალ­სა­ხად გან­ვმარ­ტოთ, რომ მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბას ლა­გო­დე­ხის „არ­ქი­მე­დეს კლი­ნი­კა­ში“ გა­დი­ო­და. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კა გახ­ლავთ კო­ვიდ-19-ის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

აქვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 71 წლის მა­მა­კაცს, გარ­და კო­ვიდ-19-ისა, ასე­ვე ჰქონ­და გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. ის კლი­ნი­კა­ში 23 ოქ­ტომ­ბერს მო­თავ­სდა, რის შემ­დე­გაც მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­კა­ცი დღეს, 28 ოქ­ტომ­ბერს, გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ ერთხელ ვი­ზი­ა­რებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×