რეზონანსი
28.10.2020

რადგან ბავშვები ბაღში ვერ დადიან, მათ საკვები პროდუქტები ურიგდებათ. ოპოზიციამ კი მოიფიქრა, რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ და ზეგ შეეცდებიან, რომ რაღაც ახალი სკანდალები ააგორონ, და სავარაუდოდ, არ გამოუვათ, იმიტომ რომ მათ იმდენი ტყუილი ილაპარაკეს, მართალიც რომ თქვან პირობითად, საზოგადოება ამასაც არ დაუჯერებს, მით უფრო ტყუილს. ესეც იყო ერთ-ერთი წვეთი ამ ტყუილების ზღვაში. იმ საკვებთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვებს ურიგდებათ, იმიტომ რომ ისინი ბაღში ვერ დადიან, მათ მოიფიქრეს რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმიათ. ეს იყო ერთ-ერთი წვეთი სიბინძურის ზღვაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუკი რაიმე თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს გაყალბებისთვის და ტყუილის გავრცელებისთვის, კონკრეტული მოკითხვის დონეზე მაინც, ოპოზიციას ღონისძიებები აქვთ გატარებული.

„იქნებ რაღაც ისეთი გაავრცელონ, რითაც საზოგადოება გაბრაზდება. მთელი ეს პერიოდი ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე კი არ არის, არამედ მთლიანად გადასულია ტყუილების გავრცელებაზე და ეს ნიაღვარი მომძლავრდა მათი ტელევიზიებიდან და იმ სისტემიდან, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (29.10.2020)
მოიკოჭლებთ მართვაში, ბატონო, ძალიან ჰუმანური გინდათ იყოთ. მაჰათმა განდი ჰუმანურობამ დაღუპა. შემოგვჩივით ჩვენ, ჩვენ რა შეგვიძლია?--სადავეები თქვენს ხელშია, აამოქმედეთ კანონი---ჩვენც დაგვიცავით ცრუ ინფორმაციისგან, ისინიც მოთოკეთ და გააჯანსაღეთ ველი. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესია ჯ ა რ ი მ ე ბ ი. დაარღვია ეთიკის კანონი?, მოიტყუა?--გადაახდევინეთ ჯარიმა. შ ე ვ წ უ ხ დ ი თ ამდენი წუწუნის მოსმენით!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×