რეზონანსი
28.10.2020

ვფიქრობ, ქართველი ხალხი ივანიშვილს მშვიდობიანად გაისტუმრებს,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან" დებატებს არ თანხმდება და წინასაარჩევნოდ თავდასხმებს ახორციელებს.

„ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ერთი თვეა აცხადებს, რომ არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებას არ აპირებს, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიებთან. ერთადერთი, ვისთანაც დებატები იქნება, ეს არის „ქართული ოცნება", რომელიც დებატებზე არ მოდის. ვგულისხმობ პროგრამულ და არა ურთიერთშეურახმყოფელ დებატებს. ბუნებრივია, როდესაც ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია არის, მთავარია წარადგინო შენი პროგრამა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ეს გავაკეთოთ, უბრალოდ საპასუხოდ თავდასხმებს ვიღებთ, მაგრამ რეალურად, არც ამას ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ ჩვენი გეგმა გაქვს. 3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ივანიშვილს მშვიდობიანად გაისტუმრებს",-განაცხადა უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (29.10.2020)
უდუმოვო, შე სომეხო, რა გინდა შენ ქართველ ხალხთან, ჩვენ თვითონ მივხედავთ თავს.

??   (28.10.2020)
და შენ მოგიყვანოთ ზაალ?:)

კოტე   (28.10.2020)
და თქვენ რომ გაგისტუმროთ ამაზე არ გიფიქრიათ?

გალელი   (28.10.2020)
ტყუილად ფიქრობ! ისე იფიქრე რა,რეალურად ვერ აგისრულდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×