რეზონანსი
28.10.2020

არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ. მინდა გთხოვოთ, რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე.

"მინდა ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს ნაძალადევის რაიონიდან მივმართო, ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ, როგორც მათ ყველა არჩევნების წინ სჩვევიათ ხოლმე. მინდა გთხოვოთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ავყვეთ პროვოკაციებს, პირიქით, მშვიდად, დინჯად, როგორც ეს სჩვევია "ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს", ჩვენს მხარდამჭერებს, ასე სიმშვიდით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება ან კონკრეტული კანდიდატის, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გალელი   (28.10.2020)
მართალი ხართ კახი, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ისევ არეულობებს საქართველოში,გვეყო და ეყოს ოპოზიციასაც,სკამის გამო გახლიჩეს ქართველები. მათი ადგილი იცით სად არის,ყველას არა ,რამოდენიმესი,ვინც ამ ამბოხის სცენარს წერს და ასრულებს.

ოჯახის ახლობელი   (28.10.2020)
სირცხვილია, სოსოს სახელს რატომ იყენებთ?

--   (28.10.2020)
“ოცნების” რეჟიმი უნდა დამთავრდეს, ზონდერებს იყენებენ – “პიჟონი” კალაძე უდგას სათავეში” – სოსო ჯაჭვლიანი

რეზო   (28.10.2020)
ყველაზე უპასუხისმგებლო და მავნებლები თქვენ ხართ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×