რეზონანსი
28.10.2020

გაძლევთ პირობას, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს თუ არჩევნებზე მოვა, „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცმებამ" ამ არჩევნებზე, „დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი დაიჭიროს".

„ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვინც განვითარებასა და ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს ამ მიზნით „ქართულ ოცნებას" უჭერს, უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და გაცილებით დაბალი იქნება მთავარი ოპოზიციური მავნებელი პარტიის საარჩევნო შედეგი. გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა", რომელის ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი. შედეგად, ოპონირებაც უფრო საქმიანი იქნება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდაჭერს, მთელი შემართებით ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ უსაფრთოხების მაქსიმალური ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. აქ საშიშროება ნულის ტოლია და ხმა მივცეთ წინსვლასა და წარმატებას", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ნათი   (28.10.2020)
ყველანი არჩევნებზე- ნაც.პარტია არ უნდა იყოს საერთოდ.გეთანხმებით. ისინი საქართველოს მოსახლეობის მტრები არიან,მხოლოდ არეულობის მოტანა სურთ მეტი რისი მაქნისები არიან?

ოჯახის ახლობელი   (28.10.2020)
სოსოს სახელს ნუ იყენებთ და ნუ ავრცელებთ ასეთ სისულელეს.

--   (28.10.2020)
“ოცნების” რეჟიმი უნდა დამთავრდეს, ზონდერებს იყენებენ – “პიჟონი” კალაძე უდგას სათავეში” – სოსო ჯაჭვლიანი

***   (28.10.2020)
რა იყო რა დამფრთხალი სახე გაქვს ბიძომ მიგატოვათ?

sharli ebdo   (28.10.2020)
nacebi mkidia magram tkvenc ro gori nabozrebi xart eg rogoraa ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×