რეზონანსი
28.10.2020

ავარიას რუსთავში არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მინდორში მოხდა. არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილს 19 წლის გოგო მართავდა, სავარაუდოდ, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადატრიალდა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ 27 წლის მამაკაცს რომელსაც ჰქონდა მოტეხილობა და საჭიროებდა ნეიროქირურგიულ ჩარევას გადაყვანილ იქნა თბილისში, კლინიკა "დეკა"-ში. 23 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვები, ხოლო 19 წლის გოგოს ტრამვა ჰქონდა გულმკერდის არეში. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×