რეზონანსი
27.10.2020

კახა კუჭავამ განმარტა რატომ შეისწავლა მმართველმა გუნდმა არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული ორგანიზაციები. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა. მისი თქმით, ამის აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების გამო, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი ვერ ჩამოდის.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გვეყოლება საკმარისი რაოდენობა საერთაშორისო დამკვირვებლების, როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს, გუამის, პაპსეკის დელეგაციების წარმომადგენლები. ამიტომ ჩვენ ძალიან დავინტერესდით თუ ვინ იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივად შეავსებდნენ ამ დანაკლისს და რეკორდული მაჩვენებელი დარეგისტრირდა. უბრალოდ საინტერესო იყო გვენახა თუ რას წარმოადგენდნენ. საინტერესო სურათი დავინახეთ, ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც კი ასე პირდაპირ, ღიად ამ ინფორმაციის პოვნა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ აქ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია არის სრულიად საჯარო, როგორც ცესკოს ვებგვერდიდან, ასევე Youtube, Facebook თუ სხვადასხვა სოცმედია არხიდან და რაც ყველაზე მთავარი არის, რეესტრის ოფიციალური ვებგვერდიდან, სადაც პირდაპირ არის ეს ინფორმაცია მითითებული“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, დღეს გაჟღერებულმა ინფორმაციამ ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია და მთავრობის შეზღუდვების დაწესებაში დადანაშაულება არასწორია. მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს დაურიგდება

„ჩემი აზრით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ნათლად ასახავს არჩევნების დღეს ვინ იქნება აქტივი და ვინ შეეცდება დაძაბოს სიტუაცია“, - აღნიშნა კუჭავამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×