რეზონანსი
27.10.2020

კორონავირუსით გრემის სასულიერო პირი დაინფიცირდა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის რეანიმაციის მედდას, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გურჯაანის დასუფთავებისა და თავდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელსაც. კორონავირუსი ორ სამართალდამცველს დაუდასტურდა.

ასევე, კორონავირუსი აღმოაჩნდა გურჯაანის საბავშვო ბაღის ერთ მასწავლებელს, ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბაღი ამ ეტაპზე დაკეტილია. ვირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის დაწყებით პედაგოგს.

სტაციონარში მკურნალობს ერთი პაციენტი, წყარო დაუდგენელია. ამ კუთხით ეპიდემიოლოგები ახლაც მუშაობენ.

COVID-19 დაუდასტურდა სოფელ კისისხევის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც, რომლის კონტაქტების ნიმუშებს სპეციალისტები ხვალ აიღებენ.

სოფელ ერისიმედის კლასტერიდან კორონავირუსი დაუფიქსირდა ქალს, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ. ვირუსი აღმოაჩნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორსულ ქალსაც.

ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი მოძიებულია და მათი რიცხვი 89 - ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×