რეზონანსი
27.10.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება.

როგორც პრემიერმა არჩევნებზე გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოთქმულ კრიტიკაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების ჩატარების წესის შინაარსობრივ მხარეზე სასაუბროდ რესურსი აღარ დარჩათ და ახლა ტექნიკურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„პანდემიის პირობებში სულ რამდენიმე ქვეყანამ ჩაატარა არჩევნები. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ეტაპის გამკლავებაში. ასევე სამაგალითო იქნება პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები. იმიტომ, რომ იმ წესების შემუშავებაში, რომელსაც უდიერად მოიხსენიებთ, ყველა მონაწილეობდა, მათ შორის ოპოზიციაც, რომელსაც დღეს, იმის გამო, რომ შინაარსობრივ საკითხებზე საერთოდ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ტექნიკურ საკითხებს მისდევენ და ამისგან უნდათ სენსაციის და ისტერიის ჩამოყალიბება, ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების რამდენიმე შემთხვევა არსებობს. ამ შემთხევვებიდანაც, გამოცდილებიდანაც უკვე ჩანს, საქართველო იქნება საუკეთესო გამოცდილება, მაგალითად აიღებენ", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, გახარია ამბობს, რომ ოპოზიციასთან აფელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურები ვერ იქნებიან.

„ბოლო წლების გამოცდილებიდან, როგორც ოპოზიცია იქცევა, ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციასთან აფელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეძლებენ, რომ იყვნენ ობიექტურები ამ შეფასებისას",- განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვახმე   (27.10.2020)
ნამდვილაბ ბატონო პრემიერო. სამაგალითოდ გაყალდება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×