რეზონანსი
27.10.2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის წევრი მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

„ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დამსახურება დიდია და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს საზღვარგარეთ საუკეთესო სახით წარმოადგენთ. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია. საქართველო მზად არის თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად არსებითად პროპორციული სისტემით, ჩვენი გუნდი კი - ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად", - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×