რეზონანსი
27.10.2020

„ევროპული საქართველოს" წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ.

გოგორიშვილისა და ხოშტარიას განცხადებით, მათ დღეს, 13:00 საათზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ცესკო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას დღეს „ევროპული საქართველოს" წევრებთან შეხვედრა არ ჰქონია დანიშნული.

ცესკო-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილს განუმარტა, რომ შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა მათ დაცვას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და შენობაში შესვლა მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Niko   (27.10.2020)
Naxet reebs aketeben es unamuso kalebi pandemiis dros ras aketeben


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×