რეზონანსი
27.10.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის მოზარდმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გოგონა მესამე გაკვეთილიდან პედაგოგს დაეთხოვა და სახლში წავიდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჩამომხრჩვალი ძმამ იპოვა.

სოფელში მერის წარმომადგენელი, პრაიმტაიმთან ამბობს, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის.

„ძალიან კარგი გოგო იყო, წარჩინებული, თან მოცეკვავე, მოწესრიგებული ოჯახის შვილი. ახალგაზრდა და არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. მიზეზი არავინ იცის, არც ოჯახმა, არც მეგობრებმა, თავზარდაცემულია მთელი სოფელი",- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.

გასულ წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გოგონას არასრულწლოვანმა მამიდაშვილმაც, თუმცა, სოფელში ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავენ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
იზოლდა   (28.10.2020)
ექსპერტიზა ჩაუტარდეს. არაფერია გამორიცხული

თამარი   (27.10.2020)
დააბრუნეთ ეკლესია სკოლებში! ერთადერთი გადარჩენის გზა ესაა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×