რეზონანსი
27.10.2020

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ცხადებს, რომ მისი შვილი დაახლოებით ორ დღეში, თავად იტყვის ყველაფერს. ამასთან, ტარიელ ესებუა უარყოფს, რომ ის დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბადრი ესებუა მას არ დაკავშირებია.

რაც შეეხება წუხელ ესებუების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, როგორც ტარიელ ესებუამ განაცხადა, სამართალდამცველებს არაფერი ამოუღიათ.

„მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და ნახავთ, იტყვის სიმართლეს ", - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
თამარი   (28.10.2020)
მკითხავები ხართ და მარციელობთ მეტი საქმე არ გაქვთ ხან ნაცების მოწყობილიახან ქოცების სინამდვილეში ვინ იცის რა მოხდა გარდა იმ ყაჩაღისა ვინც ფული წაიღო აცადეთ ტვითონ თქვას წინასწარი დასკვნებისგან ხომ შეიძლება თავი შეიკავოთ

თემური   (28.10.2020)
რატომ არ გამოდის თუ მართალია??? დამალულია და საქმეებს იგვარებს ???


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×