რეზონანსი
27.10.2020

მართალია მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყნის ჩაკეტვას აღარ დაუშვებს, მაგრამ ექიმებმა ბოლო დროს სულ უფრო მოუხშირეს საუბარი მკაცრ შეზღუდვებზე და უკვე სიტყვა "ლოქდაუნიც" ახსენეს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე მიანიშნა, რომ „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელი იქნება:

„რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი - დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოქდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოქდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოქდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოქდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. 

მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა ძალიან დაბალი იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×