რეზონანსი
27.10.2020

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა.

საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის, ტყუპი ვაჟები.

„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთება ჩვენებით ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×