რეზონანსი
26.10.2020

რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მან საკარანტინე სივრცე გუშინ დატოვა და კორონავირუსი უკვე აღარ ჰქონდა. ადგილზე ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევის ადგილთან მისასვლელი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

"ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა",- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს".

მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
თიკო   (27.10.2020)
ექიმები ყოვლისშემძლეები არ არიან სამწუხაროდ.რას სთხოვთ ექიმებს? საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძვიან ამ მომაკვდინებელ ვირუსს, და სამაგიეროდ შეუგნებელი ხალხისგან მხოლოდ ლანძღვას და ცილისწამებას იღებენ! და ისინი მაინც განაგრძობენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების დახმარებას. რა ღირსეული საქციელი გგონიათ სახლში თბილად ჯდომა და სალანძღავი კომენტარების წერა, როცა ეს ღირსეული ხალხი, კიდევ ერთხელ ვიტყვი და კიდევ მრავალჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასად "ბრძოლაშია" 24 საათი. ღმერთი იყურება ზემოდან! ცილისწამება და უმადურობა დიდი ცოდვააა! ღმერთო გამძლეობა მიეცი გარდაცვლილის ოჯახს!

მანანა.   (26.10.2020)
დილით ერთი ჭიქა წყალი მერე სოდიანი წყალი და მთელიდღე სვით როცა მოგინდებათ ცხელი ლიმონით და თაფლით ჩაი. პერეკისი 5 წვეთი ერთ ჭიქაში. თუ სიცხე პარაცეტამოლი ტაიქოლდი. ჩემებს ქონდათ ყველას ინგლისში და ასე გამოვიდნენ მდგომარეობიდან.უფალს ებარებოდეთ ხო მართლა ტრომბო ასპირინი დილა საღამოს.

ბაცა   (26.10.2020)
ტრომბს იწვევს კორონაო. ანუ რა უკუჩვენებები აქვს და ტრომბი. ესაა საყურადღებო.

სულხანი   (26.10.2020)
რომ აზროვნებდეთ ექიმებს შეურაწყოფას არ მიაყენებდით, მადლობის მაგიერია თქვე უმადურებო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×