რეზონანსი
26.10.2020

ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით ზუგ­დიდ­ში, ბან­კში თავ­დამ­სხმე­ლი სე­ნა­კის მე­ო­რე ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო, 32 წლის ბად­რი ესე­ბუა შე­საძ­ლოა  თვი­თონ ჩა­ბარ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. 

ambebi.ge- ს ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს და­ნა­შა­უ­ლი მარ­თლაც ბად­რი ესე­ბუ­ამ ჩა­ი­დი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მარ­თა­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ადას­ტუ­რებს ამ ფაქტს, მაგ­რამ ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა მის და­სა­კა­ვებ­ლად. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად გა­ავ­რცე­ლებს. ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, რომ: "შე­საძ­ლოა ბრალ­დე­ბუ­ლი თვი­თონ ჩა­ბარ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს". ახლა, უბ­რა­ლოდ, დრო­ის ფაქ­ტო­რია, რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა. ბად­რი ესე­ბუ­ას ოჯა­ხი - დედ-მამა და ძმე­ბი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრი­გო­ლიშ­ში ცხოვ­რო­ბენ. ესე­ბუა სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ით­თა ბრი­გა­და­ში მარ­თლაც მსა­ხუ­რობ­და, თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო არ არის.

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, ბან­კში თავ­დამ­სხმე­ლი სე­ნა­კის მე­ო­რე ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო, 32 წლის ბად­რი ესე­ბუაა. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის­თვის სო­ფელ გრი­გო­ლიშ­ში, 25 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ნიკა გვა­რა­მი­ამ ამის შე­სა­ხებ "მთავ­რი არ­ხის" სპე­ცი­ა­ლურ გა­მოშ­ვე­ბა­ში, გა­და­ცე­მა­ში "მთა­ვარ აქ­ცენ­ტე­ბი" ისა­უბ­რა და სა­ვა­რუ­დო დამ­ნა­შა­ვის ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის, რომ ბანკზე თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია შს სა­მინ­სტრომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Robi   (26.10.2020)
Mchxibavi ki ara intrigania. ,,lalo,,.

ლალო   (26.10.2020)
ვახ, ეს კაცი მჩხიბავია თუ რა ხდება?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×