რეზონანსი
26.10.2020

ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგ განაცხადა.

„საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, გარკვეულწილად ლევანმა, ვფიქრობ, წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა. სამწუხაროა, რომ ეს ხდება პოლიტიკოსებს შორის პარლამენტში, მაგრამ ახასიათებს წინასაარჩევნო პერიოდს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და შოთა ხაბარელს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომა დატოვა, თუმცა, ოთახის გარეთაც გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×