რეზონანსი
26.10.2020

როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ეს არის სწორედ იმ თანმიმდევრული, სწორი გააზრებული საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჩვენ დღეს გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია. ასოცირების დღის წესრიგი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული განაცხადი გააკეთა. ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაერთიანებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოში გაწევრიანების გეგმებსა და დღის წესრიგზეც ისაუბრა.

„ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ეს არის გამყარებული კონკრეტული შედეგებით. ამ შედეგებს ჩვენ მომავალშია უცილებლად განვავრცობთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმ ისთვის, რომ საქართველო იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკურად ჩამოყალიბდება ნატო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე. ჩვენ დღეს გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, მათ შორის, ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. სწორედ ამ არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე ვმუშაობთ და ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვმუშაობთ ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და თქვენ ხედავთ, რამდენი ჩვენი ნატოელი პარტნიორი შემოდის საქართველოს პორტებში. ეს კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ ერთად, გავაგრძელებთ წვრთნებს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ომს ველოდებით. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×