რეზონანსი
26.10.2020

ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ, ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბუნებრივია ის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. წინა დღეს ან არჩევნების დღეს შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს, ის არჩევნების უფლების ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ შეთხვევაში ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც მოქმედებს სხვა პაციენტებისთვისაც, ვისაც შეიძლებოდა ჭირდებოდეს გადასატანი ყუთი.

„ეს პრაქტიკა წლებია მოქმედებს და ცესკომ იგივე პრაქტიკით იხელმძღვანელა. ანუ რამდენიმე დღეა იმისთვის აღებული, რომ ადამიანს ჰქონდეს რეგისტრაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება იმას, რომ ყველას არ ეძლევა ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა, ესეც ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა. ჯამში კოვიდინფიცირებული არჩევნების დღისთვის იქნება დაახლოებით, პირობითად რომ ვთქვათ 25 000, საიდანაც პირობითად 8 000 ადამიანი დარჩება ხმის მიცემის უფლების გარეშე, რაც ნორმალურია. ცესკოს პრაქტიკა იყო ასეთი სხვა დაავადავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, როცა კოვიდი არ იყო, ტოვებდა ქვეყანას მოკლევადიანი ვიზიტით და მათი რაოდენობა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნიკალა   (26.10.2020)
ეს ქალაჩუნა დედალი კაცი კობახიძე რომ არის ქვენის სათავეებთან მიტმ მიგვდის ქართველებს კარგად საქმე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×