რეზონანსი
26.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. დღეს საქართველოში ნიღბის გამოყენება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რაოდენობას“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მან მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსმა სიკვდილიანობით არაერთ დაავადებას გადაასწრო.

„ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კორონავირუსი გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ მესამე მიზეზია სიკვდილიანობის. ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიმსივნეებს, ალცეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“,-გაანცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×